|
2019-11-11 15:38:04, 1748 ნახვა
ეკონომიკა
„ეკონომიკური ზრდის ეფექტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იგრძნოს“ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის პრიორიტეტებზე
„ცოტა ხანში ეკონომიკური ზრდის ეფექტი უნდა იგრძნოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, რადგან თუ ქვეყანაში სტაბილური სოციალური მდგრადობა არ იქნება, ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელია,“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალური მიმართულებით, მაღალი ხარისხის და ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემაა, რაზეც სამინისტროს მუშაობა მოუწევს: „ის, რომ რესურსები მაქსიმალურად მივმართოთ ისეთ პროეტებზე, რომელსაც ექნება ეკონომიკური ეფექტი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თუ სოციალური მდგრადობა არ იქნება ქვეყანაში, სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამიტომ სოციალური მიმართულება მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება მასთან გაერთიანდეს, ჯანდაცვის სფეროა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ყევლასთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს. მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიუჯეტით ვერ არ მიიღწევა, თუმცა ბიუჯეტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან საკმაო თანხა გაგვიღია და სამომავლოდაც, მისი ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ნამდვილად გვექნება სამუშაო, მათ შორის ბიუჯეტის დანახარჯის ფარგლებში,“- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა სამინისტრომ მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, მათ შორისაა განათლება, ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. ნონა ქარქაშაძე
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)