00:35 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 13:53:27, 1199 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის დაწყების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის გამოც თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და  ჯავახეთის ქუჩაზე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics