|
2019-11-11 13:38:33, 1342 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, სადაც ცნობილი ინჟინერი ნ. სლავინსკი ცხოვრობდა, რომელიც ყოფილი ჩელუსკინელების სახელობის, ახლანდელი თამარ მეფის ხიდის მშენებელია. ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)