00:35 - 14 Aug, 2026
|
2019-11-10 16:32:12, 1380 ნახვა
საზოგადოება
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში არის ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ ინფორმაციის შემცველ პოსტს აბაზოვი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)