|
2019-11-09 13:41:31, 1538 ნახვა
საზოგადოება
გვანცა გარმელია; მათ, ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, დღეს ვეპატიჟებით
„მათ ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა დღეს ვეპატიჟებით“, - ამის შესახებ კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ განაცხადა. მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსები გუშინდელის მსგავსად, 19:30 და 22:00 საათზე ჩატარდება. „მათ ვისაც ბილეთი ქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით დღეს ფილმის სანახავად. დღევანდელი სეანსები ჩატარდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი. კინოთეატრ „ამირანის“ შემთხვევაში 19:30 და 22:00 საათზე. გუშინ მოხდა კინოთეატრ „ამირანის“ საკუთრების დაზიანება და ასევე, იყო მცირე ვანდალიზმის ფაქტებიც. მიუხედავამ ამისა, ფილმის ჩვენებამ დარბაზში მყოფი მაყურებლებისთვის მშვიდ გარემოში ჩაიარა“ - განაცხადა გვანცა გარმელიამ. შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გუშინ, 8 ნოემბერს, ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართა. პირველი ჩვენება, „კავეას“ ოთხივე კინოთეატრში, ასევე „ამირანსა“ და ბათუმში „აპოლოში“ 19:30 საათზე დაიწყო. ყველა კინოთეატრი მაყურებლით იყო გავსებული. მეორე ჩვენება 22:00 საათზე გაიმართა და ასევე ანშლაგით დასრულდა ექვსივე კინოთეატრში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)