|
2019-11-09 12:38:09, 2221 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა, რომელიც ,,ფონდი ქართუს" ხელშეწყობით აშენდა. ,,ფონდმა ქართუმ" ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 12 000 000 ლარს აჭარბებს. ახალი ინფრასტრუქტურის გასხნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფონდი ,,ქართუს" აღმასრულებელ დირექტორთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელთან, სოზარ სუბართან ერთად დაესწრო. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ახალაშენებული ცენტრი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და ასევე ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის. ღონისძიებას საქართველოს და აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბათუმის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ წლების განმავლობაში ფონდი ,,ქართუს" მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კეთილმოეწყო გზები, გაკეთდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, მოხდა ენერგომომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, მცენარეთა კოლექციის შევსება უნიკალურ ჯიშებით, განხორციელდა ბაღის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის ადმინისტრაციას, ბაღის მთლიანი პერიმეტრი შემოიღობა კაპიტალურად. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები 42 ოჯახისათვის ქალაქ ბათუმში აშენდა 5-სართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი.
(NS)
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)