|
2019-11-09 11:18:27, 1809 ნახვა
რეგიონი
სახალხო დამცველის წარმომადგენლები შუახევის მერს შეხვდნენ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მადონა ბასილაძე და გიორგი ჩარკვიანი შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე და ქალთა ოთახის კოორდინატორი თამილა ფუტკარაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასა და მონაწილეობაზე, შშმ პირთა საჭიროებებზე და ა.შ. შეხვედრაზე მხარეებმა გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს, მერიის მიერ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)