17:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 11:16:15, 1869 ნახვა

რეგიონი
შუახევში წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ ვორქშოფი გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ და გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ MACS ვორქშოფი გამართა.

 ვორქშოფი მიზნად ისახავდა შუახევის სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ.

მონაწილეებმა სოფლების მაგალითების მეშვეობით, წარმოადგინეს იდეეები რა მთავარი სარგებელი შეიძლება მოუტანოს აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამამ რეგიონს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, არამედ ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

 სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების გაწმენდის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

მისი მთავარი ფუნქცია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაა.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics