|
2019-11-08 19:07:52, 1294 ნახვა
საზოგადოება
ფილარმონიასთან ლგბტ დროშა დაწვეს
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს. როგორც მათ აღნიშნეს, ამ ფორმით ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება გააპროტესტეს. „საქართველოში ყველანაირ სიბილწეს უნდა აღვუდგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგეს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. აღნიშნულის გამო, ყველა კინო-თეატრთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია განლაგებული, რომლებსაც რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)