|
2019-11-08 15:57:35, 1147 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბათუმში, ლეონიძის ქ. N4-ში ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 164 დევნილ ოჯახს ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინები სამინისტრომ გასულ წელს გადასცა. დევნილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. მინისტრი ბათუმში, გ.ლეონიძის ქ. N15-11-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)