|
2019-11-08 15:37:58, 1315 ნახვა
საზოგადოება
დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა
„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, - ამ წარწერით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა და ამიტომ, ხინკალი პარლამენტში მიიტანა. „დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. მოვუსმინეთ მე-20 მოსამართლეს. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. ორი თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე. დღეს ამიტომ გავმართე პარლამენტში მშვენიერი ხინკალ ფართი“, - ამბობს რომან გოცირიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)