|
2015-07-20 12:53:55, 726 ნახვა
ეკონომიკა
სტიქიით დაზარალებულთა სასესხო ვალდებულებების დასაფარად „საქართველოს ბანკი“ დამატებით თანხას გამოყოფს
საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული 1,3 მილიონი ლარის გადარიცხვის თაობაზე სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე განაცხადეს. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მიცეს ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი რომლის განმავლობაშიც მათ ვალდებულებებს არ დაერიცხებათ პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ. ამასთან, საქართველოს ბანკი გამოყოფს დამატებით თანხებს, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას) ვალის შემსუბუქების მიზნით. აქედან, 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება. საქართველოს ბანკი განაგრძობს სასესხო ვალდებულების შემსუბუქების გზების დამუშავებას სიის მიხედვით პირველი ორის შემდგომ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)