|
2019-11-07 11:02:53, 1838 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჯაბნიძეების ბაღზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ჯაბნიძეებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება. მშენებლობაზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი. დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობივი. დღეის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. უახლოეს დღეებში მათ რიცხვს კიდევ ორი ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაგა-ბაღები შეემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)