|
2019-11-07 11:01:39, 1920 ნახვა
რეგიონი
გოგაძეებში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გოგაძეებში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ- ფანჯარა, შეკეთდა და ნაწილობრივ შეიცვალა სახურავი, მოეწყო იატაკი, კიბის საფეხურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლთან არსებულ ფანჩატურს, სავალ ბილიკზე მოეწყო ბუნებრივი ფლეთილი ქვა. სოფლის სახლში დაგეგმილია, სამედიცინო პუნქტი, რწმუნებულის წარმომადგენლის ოთახისა და თავშეყრის ადგილის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე 33 999 ლარამდე დაიხარჯება. პროექტზე, დარჩენილი სარეაბილიტაციო საუშაოები მომავალ წელს გაგრძელდება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა და შენობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებზე დასაქმებულია 6 ადგილობრივი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ რამაზ ივანაძე ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება სოფლის ცენტრში არსებულ ფანჩატურსაც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)