|
2019-11-06 15:01:52, 12427 ნახვა
Lifestyle
ნიკოლ კიდმანი: სილამაზის საიდუმლო მეუღლისგან გადმოვიღე
52 წლის "ოსკარის" მფლობელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი თითქმის მთელი კარიერის მანძილზე ჰოლივუდის ულამაზეს ქალებს შორის ტოპ-ადგილებს იკავებს. მისი სილამაზით მოხიბლული თაყვანისმცემლები კიდმანს ხშირად ეკითხებიან, თუ რა პროცედურებს მიმართავს ის სახის კანის ტონუსში მოსაყვანად. მსახიობი დიდი ხნის მანძილზე მალავდა იმ ფაქტს, რომ ის პლასტიკური ქირურგების ხშირი სტუმარი გახდა, აგრეთვე მალავდა საკუთარი კოსმეტოლოგის ვინაობას და ზოგადად არ საუბრობდა თავის მოვლაზე - ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან გულწრფელობაზე არის ის, რომ მთელი კარიერის მანძილზე მსახიობი აერობიკით დაკავებას ყველას ურჩევდა. რამდენიმე დღის წინ კიდმანმა ინტერვიუ ბრიტანულ "PEOPLE"-ს მისცა, რომელშიც მსახიობმა თავის მოვლაზე ისაუბრა, აგრეთვე ახსენა წარუმატებელი რინოპლასტიკა და საკუთარი სილამაზის მთავარი საიდუმლო გაამხილა. მსახიობის თქმით, ის დღეში 3 ლიტრამდე წყალს სვავს. ამაში მას სპეცილური პროგრამა ეხარება, რომელიც დაახლოებით საათში ერთხელ ახსენებს, რომ სითხის მიღების დრო მოვიდა. მსახიობმა არ დაუკონკრეტებია დისტილირებულ წყალს ანიჭებს უპირატესობას თუ მინერალურ. ინტერვიუში კიდმანმა აღნიშნა, რომ ეს თვისება ქმრისგან, მომღერალ კიტ ურბანისგან "გადმოიღო". "როგორც ალბათ ყველა სკანდინავიური ტიპაჟის მქონე ადამიანის , ჩემი კანიც ძალიან მშრალი და მგრძნობიარეა, მას მუდმივი დატენიანება და კვება სჭირდება, აგრეთვე სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გამოვდივარ", - ამბობს კიდმანი ინტერვიუში.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)