|
2019-11-06 13:56:15, 2341 ნახვა
კომენტარი
მეუფე ქრისტეფორე: როდესაც საპატრიარქოს ვინმე თვალში არ მოსწონს განაჩენი ყოველგვარი პიროვნებების დასწრების გარეშე გამოაქვთ
„როდესაც საპატრიარქოს ვინმე თვალში არ მოსწონს განაჩენი ყოველგვარი პიროვნებების დასწრების გარეშე გამოაქვთ“, - ამის შესახებ მეუფე ქრისტეფორემ (წამალაიძე) „მთავართან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სინოდის კრების ნაცვლად საეკლესიო კრება უნდა ტარდებოდეს, რომელსაც მღვდლები და დიაკვნებიც დაესწრებიან. „ამ კრებას უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა, ვინც თავს დაჩაგრულად თვლის. კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ მათ დამაჯერებელი პასუხი. ეს დამაჯერებელი პასუხი კი არსად არ ჩანს. როდესაც საპატრიარქოს რომელიმე პიროვნება თვალში არ მოსდის გამოაქვთ განჩინებები ყოველგვარი პიროვნებების დასწრების გარეშე. ასეთი რამ არსად, არც სასამართლოს და არც ეკლესიის პრაქტიკაში არხდება. ეს საეკლესიო კრება კი არ ხდება, არამედ სინოდის კრება ხდება, რომელსაც მხოლოდ სინოდის წევრები ესწრებიან. მათ გამოაქვთ განჩინებები ყოველგვარი დაუსაბუთებელი არგუმენტების გარეშე და ვისაც უნდა სჯიან, ვისაც უნდა ამართლებენ“, - ამბობს მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე).
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)