|
2019-11-06 11:57:57, 2033 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს
ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს. მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარ მომხსენებლად ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი წარსდგა. კონფერენციის სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მიესალმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. „მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დაარსების დღიდან “GDSC” საუკეთესო პლატფორმად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვისა და დებატების თვალსაზრისით. ტრადიციულად, კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)