|
2019-11-06 11:08:58, 1857 ნახვა
ეკონომიკა
„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019“-ზე ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამართულ "ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019" - ზე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს. "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული კუთხე, სადაც სივრცეები დათმობილი აქვს 33 კომპანიას. ,,აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენი მიზანია ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი ახალი პარტნიორების მოძიება და ბიზნეს ურთიეროთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ დრომდე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ პორტფელიდან ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლუდის ბრენდებით და ნატურალური წვენით ,,ჩერო’’. დღეს გამოფენის მეორე დღეა და უკვე არსებობს საკმოდ დიდი ინტერესი ასორტიმენტში არსებული სხვა პროდუქტების მიმართაც, მათ შორის უალკოჰოლო ლუდზე და ზედაზენის ლიმონათზე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, კონკრეტულ შედეგებზე საუბარს კი უკვე გამოფენის დასრულების შემდეგ შევძლებთ.’’ - ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ქურდაძე აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართება. საშუალოდ გამოფენაზე 151 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძირითადად აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან. მას საშუალოდ 800 000 უნიკალური სტუმარი სტუმრობს.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)