|
2019-11-06 10:53:37, 1817 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს
წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „არენაში" წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას. როგორც მან განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას. „პროექტის მიხედვით, გაკეთდება 22 სასტუმრო, 9 სპა კომპლექსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა, აქ გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე, ან ეკონომიკაში რა წვლილი ექნება სამშენებლო პროცესს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ. შემდეგ მოხდება ძალიან სერიოზული რამ - მოხდება მთელი ეკოსისტემის შექმნა მომიჯნავე რეგიონებთან, სოფლებთან, მომიჯნავე სექტორებთან და ინდუსტრიებთან. რა მაქვს მხედველობაში... ჩვენ ვსაუბრობდით ტურისტების დიდ რაოდენობაზე, აუცილებელია მათი კვებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ბუნებრივად განვითარდება სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეგიონში შენდება კავკასიის მასშტაბით უდიდესი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩვენ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ტურისტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს... როდესაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურა გაქვს, ბევრი კარგი სიურპრიზი გელოდება და არა მხოლოდ იმ დარგში, რომლისთვისაც ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდა. შესაბამისად, ვფიქრობ, წყალტუბოს პროექტი დასავლეთ საქართველოს სერიოზულ გამოცოცხლებას გამოიწვევს და სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)