|
2019-11-05 17:18:23, 2565 ნახვა
რეგიონი
მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია
აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია. პარალელურად, აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიქცია ვიზიტორების ყურადღება. გამოფენაზე, სადაც დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქართულმა სამზარეულომ და მთიანი აჭარის ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და სარეკლამო-საპრომოციო მასალებს გასცნობოდნენ, ამასთანავე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობის შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ჯამში, 2019 წელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტების პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)