|
2019-11-05 16:29:56, 2345 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: ქალმა საჯაროდ ისაუბროს ძალადობაზე ძალიან რთულია, საჯარო პირმა 100-ჯერ უფრო რთული
„ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 100-ჯერ უფრო რთული“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოფო კილაძის განცხადებას, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. მისი თქმით, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეები დაიცვას. „ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის "ბრალია" იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)