|
2019-11-05 15:46:33, 13384 ნახვა
საზოგადოება
ეპისკოპოს ზოსიმეს სტუდენტზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
მღვდელი გიორგი სხილაძე 1988 წლით დათარიღებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც სემინარიის მაშინდელი სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსულურ თავდასხმაზეა საუბარი. „1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)! ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა“, - განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)