|
2019-11-05 13:18:48, 2276 ნახვა
საზოგადოება
სოფო კილაძე: მე ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქალ დეპუტატზე მეუღლემ იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა. გაირკვა, რომ ეს პიროვნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძეა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მაგრამ დამატებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს. „დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“. - განაცხადა სოფო კილაძემ „კურიერის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)