|
2019-11-05 13:13:59, 2137 ნახვა
საზოგადოება
სულხან სალაძე გამოძიებას: არის თუ არა დანაშაული, რომ მაკო გომურს თვალი არ აქვს
"ვეკითხები გამოძიებას, არის თუ არა დანაშაული, რომ მაკო გომურს თვალი არ აქვს?", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო ამ ფაქტზე რეაგირებას დროულად არ მოახდენს, დავას ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძობენ. „ვეკითხები გამოძიებას ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი არის თუ არა ეს დანაშაული? რაც უფრო მალე გადადგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯს და რაც უფრო მალე გამოიჩენს გონიერებას, რომ მათ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ქვეყნის გარეთ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სამართლებრივად დახმარების აღმოჩენას ნიშნავს“, - განაცხადა სულხან სალაძემ. გიორგი ჩაფიძე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)