|
2019-11-03 13:21:53, 988 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯღამაიძე - სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის
ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში,-ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის დაწყებამდე განუცხადა, რითაც ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებები შეაფასა. „არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ..
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)