|
2019-11-02 17:00:13, 1312 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრესთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქია შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვოს
მეუფე პეტრესთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქია შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვოს. როგორც ცნობილია, ეპარქიის დატოვება უკვე გადაწყვიტა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. ის ამბობს, რომ იქ წავა, სადაც მეუფე პეტრე იქნება. „სადაც იქნება მეუფე იქ წავალთ, იმიტომ რომ მეუფეს მხარეს არის სიმართლე და მივყვებით სიმართლეს“, - განუცხადა იღუმენია თამარმა „რუსთავი 2“-ს. მეუფე პეტრეს კიდევ ერთი თანამოაზრე, მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ეპარქიის გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს. „აღწერილობა, როდესაც მოხდება და ჩავაბარებთ ეპარქიას მღვდელმთავარს, რომელიც დროებითი მმართველი იქნება აქაურობისა, შემდგომ გადავწყვეტ მე რას მოვიმოქმედებ, მე ეკლესიიდან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ იმ სულიერ კრიზისს, რომელშიც დღეს ეკლესია იმყოფება, პასუხებს ველით, ეს არ იყო ჩვენი ემოციური და აღტკინებითი განცხადებები“, - განაცხადა მამა სარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)