|
2019-11-01 12:51:03, 6476 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო კაპელანებს შეხვდა
თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოძღვრების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კაპელანებმა მინისტრს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ ჯარისკაცებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო კაპელანებთან ერთად, ბრიგადის ტერიტორიაზე ექვსი ათას მოწამე გარეჯელ ბერთა სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაათვალიერა. თავდაცვის ძალებში 35 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი, როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა. მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოძღვრების შეკრებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)