|
2019-10-31 15:00:53, 2041 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია მეუფე პეტრეს განცხადებაზე: იმდენად შოკისმომგვრელი იყო ის სიტყვები, რომ შეფასების გაკეთება გამიჭირდება
„იმდენად შოკისმომგვრელი იყო ის სიტყვები, რომ შეფასების გაკეთება ძალიან გამიჭირდება. დაველოდოთ წმინდა სინოდის ოქმს, თუ რა სახით იქნება ჩამოყალიბებული". - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელიც წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. დეკანოზის თქმით, ქართული ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნა აუტანელი ხდება და გამოსავალი ისევ და ისევ საეკლესიო კრებაშია. „საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ყოფნა არის აუტანელი, რადგანაც ხდება სრული ანარქია, ურთიერთდაპირისპირება, განუკითხაობა, რჯულის კანონის უგულებელყოფა და ანტიკანონიკური ქაოსი. ამ ქაოსის მწერვალი კი დღეს ვიხილეთ. გამოსავალი არის ისევ და ისევ საეკლესიო კრებაში და არა ამდგავარი სინოდის სხდომაში". - აღნიშნა დეკანოზმა. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)