|
2019-10-31 14:43:58, 1987 ნახვა
საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფები ფილმის, „And then we danced“-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან
რადიკალური ჯგუფის, "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ლევან აკინის ფილმის, "And then we danced"-ის ჩვენებას თბილისის კინოთეატრებში არ დაუშვებს, ვინაიდან ეს არის "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა." სანდრო ბრეგაძის თქმით, " „მშვიდობიანად, ყოველგვარი ძაალდობის გარეშე, კონსტიტუციისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“ მოხდება." ამასთან, დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას არ აპირებენ. ფილმი, რომელიც გეი სიყვარულზე მოგვითხრობს, შვედეთის სახელით "ოსკარზე" უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს. მედიის ცნობით, ფილმის რეჟისორი ქართული წარმომავლობის ლევან აკინია. მის მიერ შექმნილმა პირველმა გეი ფილმმა კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 10 საუკეთესო ფილმს შორის And Then We Danced მეშვიდე ადგილზე გავიდა. აგრეთვე, And Then We Danced ოდესის კინოფესტივალალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და გრამპრი მოიპოვა. ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ქართულ ანსამბლში ცეკვავს. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მას პარტნიორი მოცეკვავე ირაკლი შეუყვარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)