|
2019-10-31 11:59:13, 2464 ნახვა
ეკონომიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა
"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. უწყების წინასწარი შეფასებით 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2% შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრება. "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორის გავლენა უახლოეს თვეებში გამოჩნდება. "აღნიშნული მიმართულება გარკვეულწილად კავშირშია მშენებლობის სექტორთან. პროგნოზს ჩვენ არ ვაკეთებთ, თუმცა როგორც წინა პერიოდის მონაცემებმა გვიჩვენა, ამან გავლენა მოახდინა და ეს შესაძლოა, მომდევნო თვეებში ამ მიმართულებაზე აისახოს, თუმცა ამის შეფასება ჩვენ გვიჭირს და ამავდროულად, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება", – განაცხადა თოდრაძემ. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)