05:03 - 14 Aug, 2026
|
2019-10-30 10:24:38, 1112 ნახვა
საზოგადოება
ავტოავარია გორთან - დაიღუპა 2 ადამიანი
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი, დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)