|
2019-10-29 16:35:55, 2062 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ გურამიშვილის გამზირზე არსებული კორპუსის შემოწმება დაასრულა
გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება ამოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული. „ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ლაშა სამხარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)