|
2019-10-29 14:57:05, 1973 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. მანქანაში სულ ხუთი მოსწავლე იჯდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სამი დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)