05:02 - 14 Aug, 2026
|
2019-10-29 13:11:09, 1622 ნახვა
საზოგადოება
დარსალია: დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტები მუშაობენ, მასალების გაცნობის შემდეგ კომისიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საექსპერტო ჯგუფები მუშაობენ და მასალების გაცნობის შემდეგ, კომისიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება. დარსალიას თქმით, უწყებამ დავით გარეჯთან დაკავშირებით დეპუტატებს არსებული ინფორმაცია მიაწოდა. "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პარლამენტში მოსული, რომლის დროსაც შეთავაზება იყო, რომ გვესაუბრა დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე. ამის შედეგი იყო დღევანდელი შეხვედრაც. დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ კომისიის შემდგომი შეხვედრის თარიღები მოგვიანებით შეთანხმდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)