05:03 - 14 Aug, 2026
|
2019-10-29 10:28:08, 1106 ნახვა
საზოგადოება
აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
თევდორე მღვდლის 38 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 77 წლის მამაკაცი დაშავდა. აფეთქება საბარაუდოდ ბინაში დაგროვილმა გაზნა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა სტაბურია. გარდა ამისა, გუშინ ღამით დაზარალებული 15 ოჯახიდან 5 დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)