|
2019-10-28 12:18:13, 720 ნახვა
საზოგადოება
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების მე-2 ეტაპი გაიმართა. თბილისის ბაღების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა განახლებული სახელმძღვანელო გააცნეს და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციაც მიაწოდეს. ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართეს და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ესაუბრნენ. სახელმძღვანელო მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა და ყველა მუნიციპალიტეტში 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)