20:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 10:03:36, 1083 ნახვა

კომენტარი
თურნავა: საბურთალოს „სითი მოლში“ 210 მლნ ლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „სითი მოლი საბურთალოს" სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში. ცენტრი ვაჟა - ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის" ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

„სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics