|
2019-10-25 12:09:39, 859 ნახვა
საზოგადოება
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც. ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)