21:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 16:43:15, 1478 ნახვა

კომენტარი
კალანდიას ადვოკატი: გენპროკურორმა წუხელ ვერ დაამთავრა „დიდოსტატის მარჯვენის“ კითხვა და ჩემი შუამდგომლობისთვის ვერ მოიცალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს. 

ადვოკატი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სხდომების გასაჯაროებას ითხოვს. მან ამ მოთხოვნებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, პროკურორისგან მიიღო პასუხი, რომ მისი შუამდგომლობა ჯერ განხილული არ არის.

„მივიღე საქმეზე ზედამხედველი პროკურორისგან პასუხი იმის თაობაზე, რომ ჩემი შუამდგომლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული გენერალური პროკურორის მიერ. ვფიქრობ, მან წუხელ ვერ დაამთავრა დიდოსტატის მარჯვენის წაკითხვა და ვერ მოიცალა შემი შუამდგომლობისთვის, სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხდომის მიმდინარეობის გაგრძელებას, პროკურორს მოყვანილი ჰყავს ხუთი მოწმე. დღეს ხუთივე დაიკითხება და შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics