|
2019-10-24 13:58:27, 1448 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: „ბიზნესის კეთების“ 2020 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ლიდერებს შორის რჩება
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" 2020 წლის რეიტინგში საქართველომ ქულების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეიტინგში საქართველოს ქულამ 83.7 ქულა შეადგინა, რაც ისტორიულად მაღალი ქულაა ქვეყნისთვის. ამასთან, 2020 წლის „ბიზნესის კეთების" რეიტინგის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად 23 ქვეყანას შორის. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე ინდიკატორში, მათ შორის როგორიც არის ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვები, გადასახადების გადახდები, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა და სხვა. „რაც შეეხება რეიტინგში ადგილს, იცით, რომ ქულის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მეშვიდე პოზიციაზეა და უნდა ითქვას, რომ აშშ-მა გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ, დღესდღეობით, კონკურენციაში ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი - აშშ-ი თუ საქართველო, ეს არის აშშ-ი, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ჩვენ ვრჩებით ლიდერებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)