|
2019-10-24 13:55:51, 1351 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი
მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგში საქართველო კვლავ მსოფლიოს წამყვან ათეულშია. „წელს საქართველომ რეკორდულად მაღალი ქულა - 83.7 მიიღო რეიტინგში, რაც ისტორიული მაქსიმუმია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი აღიარების მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში" ძალიან პოზიტიურად აღინიშნა რამდენიმე მიმართულება. მაგალითად: გადასახადების გადახდის მაჩვენებლით, საქართველომ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, ასევე გაუმჯობესდა პოზიცია მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით. აღნიშნული მიღწევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განვახორციელოთ შემდგომი რეფორმები და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ რეიტინგში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)