|
2019-10-23 18:00:32, 1819 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო რეგიონული ბიზნეს ჰაბია - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგი
თბილისის აბრეშუმის გზის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა. პანელური დისკუსიების დროს ჩატარდა გამოკითხვა. ორგანიზატორებმა დელეგატებს შესთავაზეს შეკითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით. კერძოდ, შეკითხვაზე, რა არის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უპირატესობები, დელეგატების 44 პროცენტმა უპასუხა, რომ საქართველო არის რეგიონული ბიზნეს ჰაბი. 32 პროცენტის აზრით, ასეთი უპირატესობაა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების არსებობა. დაბალი გადასახადების ფაქტორზე ყურადღება გაამახვილა 18 % - მა, ხოლო კონკურენტული ფასის სამუშაო ძალაზე აქცენტი გააკეთა 6 % - მა. შეკითხვაზე, რა მიზნების მიღწევა შეიძლება საქართველოში ინვესტირებით, დელეგატთა 45 პროცენტმა უპასუხა, რომ ამით მოხდება ბაზრის დივერსიფიკაცია, ამდენივემ აქცენტი ხარჯების ეფექტურობაზე გააკეთა, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეების 10 პროცენტმა ჩათვალა, რომ ამით მოხდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა. თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმი, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართა, B2B შეხვედრებით დასრულდა. ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)