|
2019-10-23 15:06:30, 1763 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია Milaha-ს აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე შესაძლებლობა და პოტენციალი
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის" ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის Milaha-საღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა. აბდულაჰმან ესა ალ-მანაის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ,საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ პირველი ევროპული პროექტი, ეს არის საკონტეინერო გადაზიდვები საბერძნეთს-თურქეთს-საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება მარკეტინგულ და საბაზრო მიმართულებას, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე შესაძლებლობა და პოტენციალი. ვფიქრობ ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გაიუმჯობესოს პოზიციები", - აცხადებს აბდულაჰმან ესა ალ-მანაი.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)