|
2019-10-22 17:50:49, 1916 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა. ნიკოლოზ ალავიძემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელში „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად", სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო ცდილობს, ფეხი აუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ტემპს და ამ სფეროში უკვე არსებული პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს. „ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა დიდი მოთამაშეებისგან. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ მომავალი წლისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ გლობალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ვფიქრობთ ლოკალურად, მაგრამ ვმოქმედებთ გლობალურად. ეს გახლავთ ჩვენი შანსი, საქართველოს მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებას. არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გვყავს ამ მიმართულებით, პოლიტიკა გვაქვს შემუშავებული და ვცდილობთ, ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმაც შევიმუშაოთ. ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ნაბიჯი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში", - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)