|
2019-10-22 17:22:59, 1856 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის
„აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილოება მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც პანელი „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა" ერთ-ერთი სპიკერი იყო. დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორამაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას. „2 დღის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში საბოლოოდ დამტკიცდება. ეს არის ერთიანი სისტემა. ხაზი მინდა გავუსვა ბაზარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მონოპოლიას ადგილი არ ექნება. ამ მიზნით სპეციალური მექანიზმი ყალიბდება, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წარმოგიდგენთ ელექტრო პლატფორმას, რომელიც ანალოგიურია სკანდინავიის ქვეყნების. ეს მოთხოვნა ჩადებული იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და მოვიზიდავთ ბევრ ინვესტორს საქართველოში“, -განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)