|
2019-10-22 16:09:23, 1624 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ჩვენი მიზანია მომსახურების სფეროს გაციფროვნება 100%-იან ნიშნულზე ავიყვანოთ
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საჯარო სექტორში მომსახურების ელექტრონული სერვისის მიღების განვითარების შესახებ ისაუბრა. გენადი არველაძის განცხადებით, ციფრული გზით მომსახურების სფეროში სახელმწიფომ დიდ წარმატებას მიაღწია. „დიჯიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების მოგვარებისთვის რომელიც ბიზნესების განვითარების გზაზეა. სერიოზული პროგრესი გვაქვს საჯარო სექტორიდან მომსახურეობის ციფრული გზით მიღების კუთხით, ჩვენ გვინდა ეს ნიშნული 100%-ზე ავიყვანოთ. დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც საჯარო დაწესებულებებიდან, ასევე სახლიდან ან ოფისებიდან საჯარო მომსახურეობა ციფრული გზით მიიღონ, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს. გენადი არველაძის განცხადებით, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მხარს უჭერს. „ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, მხარს ვუჭერთ მათ ინოვაციურ განვითარებას, მათ შორის კვლევების მიმართულებით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რომ მათი იდეები ბიზნესში გამოიყენონ“, -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)