|
2019-10-22 15:19:43, 1797 ნახვა
საზოგადოება
„რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“ ახალციხეში პრორუსული ორგანიზაცია შეიქმნა
"რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად" ახალციხეში ახალი ორგანიზაცია შეიქმნა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით მოაგვარებენ. ორგანიზაციამ, სახელწოდებით „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, ახალციხეში პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს გამართა. მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. ორგანიზაციას ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, მათ საქართველოში 50 რუსი ახალგაზრდა მოიწვიეს.
ინფორმაციას და ფოტოს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)