|
2019-10-22 14:05:07, 1207 ნახვა
ეკონომიკა
შიქსინ ჩენი - საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა - საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს რეიტინგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6 ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)