|
2019-10-22 13:41:12, 1884 ნახვა
საზოგადოება
ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები გამკაცრდება
ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები გამკაცრდება, - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი განმარტებით, თუ ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას სტანდარტი დარღვეულია, საქმეში პოლიცია ჩაერთვება. როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები განმარტავენ, ახალი წესები ფულად ჯარიმებსაც ითვალისწინებს, თუმცა სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის თქმით, დეტექტორების მონტაჟიც სავალდებულო ხდება. "უმჯობესი იქნება თუ კანონპროექტში ჩაემატება გაზის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება ყველა გაზის მომხმარებელთან. ასევე უმჯობესი იქნება კანონპროექტითვე აიკრძალოს დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება, ეს ორი ფაქტორი არის პრევენციის საუკეთესო გზა, " - განაცხადა ლეფსვერიძემ. "თბილისი ენერჯის" ცნობით, გამკაცრებული რეგულაცია აბონენტებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)