|
2019-10-22 13:38:29, 1986 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: თუ ჰესებთან დაკავშირებით პრობლემა გვექნება, ელექტროენერგია გაძვირდება
„თუ ჰესებთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გვექნება, ელექტროენერგია გაძვირდება“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ არ უნდა თქვას უარი ჰესების მშენებლობაზე, რადგან ეს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. „თუ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგი ადგილობრივი ჰესების მშენებლობის, ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება. მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზგვარგარეთ, რაც ბუნებრივია კურსზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას, ამიტომაც თუ ჰესის პროექტი გარემოზე რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის და ბუნებრივია, ასეთი პროექტის აშენება მთავრობასაც არ უნდა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჰესის მშენებლობაზე უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)